რუმინეთში საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა ბუქარესტის უნივერსიტეტის რექტორთან

27.03.2018 ქ.ბუქარესტი - რუმინეთში საქართველოს ელჩმა ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა შეხვედრა გამართა ბუქარესტის უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ მირჩეა დუმიტრუსთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ბუქარესტის უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.

შეხვედრაზე რუმინულმა მხარემ გამოთქვა ინტერესი ბუქარესტის უნივერსიტეტში ქართული ენისა და საქართველოს შესახებ სწავლების შესაძლებლობასთან დაკავშირებით. ასევე, განხილულ იქნა ბუქარესტის უნივერსიტეტსა და თსუ-ს შორის გენერალური მემორანდუმის გაფორმება, რომელიც სხვადსხვა მიმართულებით თანამშრომლობას ისახავს მიზნად.

შეხვედრაზე დაიგეგმა ქართული კვირეულის მოწყობა ბუქარესტის უნივერსიტეტში.