რუმინეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ბუქარესტის ანთიმოზ ივერიელის სახელობის ლიცეუმში ქართული კუთხე გაიხსნა

29.03.2017 ქ.ბუქარესტი - მიმდინარე წლის 29 მარტს, რუმინეთში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ბუქარესტის ანთიმოზ ივერიელის სახელობის ტექნიკურ ლიცეუმში ქართული კუთხე გაიხსნა.

რუმინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და საქართველოს ისტორიული წარსულის, მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის და მრავალფეროვანი  ლანდშაფტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მან ასევე ვრცლად ისაუბრა ქართულ-რუმინული ურთიერთობების დადებით დინამიკაზე.

 ლიცეუმის მოწაფეებმა კი წარმოადგინეს პრეზენტაცია ანთიმოზ ივერიელის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე და შეასრულეს ორივე ქვეყნის ეროვნული ჰიმნები.
ღონისძიებას რუმინეთის განათლების სამინისტროს, ბუქარესტის მერიის, რუმინეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლები და ლიცეუმის პედაგოგები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.

რუმინულმა მხარემ დახმარება სთხოვა  საქართველოს საელჩოს,  თბილისის ასევე ანთიმოზ ივერიელის სახელობის 166-ე საშუალო სკოლასთან თანამშრომლობის დამყარების კუთხით.