რუმინულ-ქართული მეგობრობის მოედანზე ბესიკ გაბაშვილის ბიუსტი განთავსდება

30.07.2018 რუმინეთი- საქართველოს საელჩოს ინიციატივით, . იაშის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, ქალაქის ისტორიულ ცენტრში დაარსდეს რუმინულ-ქართული მეგობრობის მოედანი, სადაც განთავსდება ქართველი კლასიკოსი პოეტის ბესიკ გაბაშვილის ბიუსტი.
 
აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული იქნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილის და ქ. იაშის მერის, მიხაი კირიკას შეხვედრის ფარგლებში. ასევე, საქართველოს ელჩმა ქ. იაშის მერს გააცნო ინიციატივა ქუთაისისა და იაშის დამეგობრების შესახებ. იაშის მერმა გამოთქვა მზადყოფნა, ხელი შეუწყოს მჭიდრო თანამშრომლობას ქუთაისისა და იაშის ბიზნეს და აკადემიურ წრეებს შორის. აგრეთვე, გამოითქვა მზაობა, ორ ქალაქს შორის  დამყარდეს ურთიერთობა კულტურისა და ტურიზმის სფეროში. 
 
ბესიკ გაბაშვილი 1791 წლის 24 იანვარს გარდაცივალა. ქართველი პოეტი დაკრძალული იყო წმ. პარასკევას ეკლესიის სასაფლაოზე, რომელიც მე-19 საუკუნის ბოლოს გაუქმდა. ამჟამად საფლავი დაკარგულია, თუმცა შემონახულია საფლავის მარმარილოს ქვა, რომელიც  იაშის ისტორიის მუზეუმში ინახება.