საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებზე აღმართული ეროვნული დროშები დაუშვეს

25.02.2017, თბილისი - 2017 წლის 25 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის თარიღთან დაკავშირებით ეროვნული დროშები დაუშვეს.
 
25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული და  საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები ეშვება. აღნიშნულ აქციას საზღვარგარეთ დიპლომატიური წარმომადგენლობები ყოველ წელს უერთდებიან.