საბერძნეთში საქართველოს სამეწარმეო გარემოს და საინვესტიციო კლიმატის პოპულარიზაცის მიზნით სემინარი გაიმართა

29.01.2019 -საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საბერძნეთისა და სერბეთის რესპუბლიკებში იოსებ ნანობაშვილმა მონაწილეობა მიიღო ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრისკავკასიადა საქართველოსკავკასიის უნივერსიტეტისერთობლივ ტრეინინგ-სემინარშიწამოიწყე საკუთარი სამეწარმეო საქმიანობა საქართველოში“.
 
ღონისძიების ფარგლებში ქართველ ემიგრანტებს მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის დასაწყებად არსებული ინიციატივების, საქართველოს მოქალაქეებისათვის მოქმედი საგადასახადო შეღავათების, ფინანსურ რესურსებზე წვდომის, ასევე პროგრამების: „დანერგე მომავალი“, „აწარმოე საქართველოში“, „სტარტაფების დაფინანსება“ შესახებ, საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის საორგანიზაციო საკითხებზე უფასო ტრეინინგების, კონსულტაციის და  სხვა არაერთი შესაძლებლობის თაობაზე.
 
საქართველოს ელჩმა მაღალი შეფასება მისცა აღნიშნულ ერთობლივ ინიციატივას. მან გამოთქვა დაინტერესება, საელჩოს ჩართულობით, გაიმართოს მსგავსი შინაარსის უფრო მასშტაბური ღონისძიებები, როგორც ქ. ათენში, ასევე ქ. თესალონიკში, რათა ზემოხსენებული მნიშვნელოვანი ინფორმაცია  მეტ ქართველ ემიგრანტს მიეწოდოს.