საბერძნეთში ვალერიან შიუკაშვილის კონცერტი გაიმართა

14.04.2018 ქ.თესალონიკი - საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილეს აღსანიშნავი ღონისძიებების ფარგლებში, თესალონიკის ფრანგულ ინსტიტუტში, ქართველი პიანისტის ვალერიან შიუკაშვილის კონცერტი გაიმართა.

საზეიმო საღამოს ფარგლებში ასევე გამოფენილი იქნა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადებასთან დაკავშირებული ისტორიული  ფოტოები და ქართული ანბანის სამი სახეობის ამსახველი ექსპონატები.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ვალერიან შიუკაშვილმა და გენერალურმა კონსულმა - მუხრან გულაღაშვილმა. ღონისძიებას, რომელიც საქართველოს გენერალური საკონსულოს ორგანიზებით გაიმართა, ესწრებოდნენ თესალონიკის აღმასრულებელი ხელისუფლების და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.