საერთაშორისო კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი ქეთევან კანდელაკი პოლონეთის აჯანყების მუზეუმის დირექტორის მოადგილესა და საქართველოში პოლონური ინსტიტუტის დირექტორს შეხვდა

11.04.2019 ქ. თბილისი -  საერთაშორისო კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი ქეთევან კანდელაკი  პოლონეთის აჯანყების მუზეუმის დირექტორის მოადგილეს პაველ უკიელსკის და საქართველოში პოლონური ინსტიტუტის დირექტორს ლეხ კონჩაკს შეხვდა.
 
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და პოლონეთს შორის არსებული მჭიდრო ისტორიული და კულტურული კავშირების შემდგომ განვითარებასა და პოლონურ-ქართული კულტურული ურთიერთობების გაღრმავებაში პოლონეთში საქართველოს საელჩოს როლზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო  პოლონეთის აჯანყების მუზეუმსა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს შორის თანამშრომლობას, ორი მუზეუმის ერთობლივ გამოფენას „ვარშავის აჯანყება 1944“ და პოლონეთის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლაში პოლონეთის არმიის ქართველი ოფიცრების მიერ შეტანილ წვლილს.
 
საუბარი შეეხო ასევე კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და სამუზეუმო თანამშრომლობის ხელშეწყობის მიმართულებით საქართველოში პოლონური ინსტიტუტის მიერ გაწეულ საქმიანობას. ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსთვის პოლონური კულტურის ინსტიტუტის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობასა და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები.