საფრანგეთის კინოფესტივალზე ქართველი რეჟისორის ფილმის ჩვენება გაიმართა

6.02.2018 საფრანგეთი  -  საფრანგეთში,ქალაქ რუანში ფრანგული კინოფესტივალის ‘Festival A l’Est, du Nouveau’ რიგით  მე-13 გახსნის საღამო გაიმართა, რომელიც ქართველი რეჟისორისანა ურუშაძის ფილმის ‘’საშიში დედა’’ ჩვენებას დაეთმო.
 
სეანსის დაწყებამდე, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ქალაქ  რუანის მერმა ივონ რობერიმ, ფესტივალის დირექტორმა დავიდ დიუპონშელმა და საქართველოს საელჩოს საგანგებო და სრულუფლებიანმა დესპანმა თეონა გიუაშვილმა.  ფილმის ჩვენების დასრულების შემდეგ,  ქართველმა რეჟისორმა  მაყურებლის შეკითხვებს უპასუხა.
 
ფესტივალი, რომელიც ემსახურება  ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ფილმების წარდგენას,   11 თებერვლამდე მიმდინარეობდა. ფესტივალის  ფარგლებში  წარმოადგინეს სხვა  ქართული ფილმებიც: რუსუდან  გლურჯიძის ‘’სხვისი სახლი’’, გიორგი ოვაშვილის ‘’ხიბულა’’, გიორგი შენგელაიას ‘’ფიროსმანი’’ და რუსუდან პირველის ‘’სუსა’’. აღნიშნული ფილმების  ჩვენება გაიმართა ფესტივალის პროგრამის Focus sur la Géorgie-(„აქცენტი საქართველოზე“) ფარგლებში.