საფრანგეთში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა

 
4.06.2018 საფრანგეთი-პარიზში, იუნესკოს საკონფერენციო დარბაზში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი  კონცერტი გაიმართა, რომელშიც ქართველი პიანისტი ელისო ბოლქვაძე და ქართული პოლიფონიური ანსამბლი « ბასიანი » მონაწილეობდნენ.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ეკატერინე სირაძე-დელონემ და იუნესკოს საერთაშორისო ურთიერთობათა დირექტორმა, გენც სეიტმა.

კონცერტს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ლევან ხარატიშვილი, საფრანგეთის სახელმწიფო ორგანოების,დიპლომატიური კორპუსის,  კულტურის სფეროსა და ქართული დიასპორის  წამომადგენლები ესწრებოდნენ.