საგარეო საქმეთა მინისტის პირველი მოადგილე უსაფრთხოების საკითხებზე ეუთო-ს კონფერენციაში მონაწილეობს

06.27.2017 ვენა, ავსტრია - ქ. ვენაში მიმდინარეობს უსაფრთხოების საკითხების გადახედვის ეუთო-ს ყოველწლიური კონფერენცია, რომელსაც საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი ხელმძღვანელობს.  

აღნიშნული ღონისძიება წარმოადგენს ფორმატს, სადაც ეუთო-ს მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლები განიხილავენ და აფასებენ ეუთო-ს სივრცეში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს.

კონფერენციის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე სიტყვით მიმართავს ღონისძიების მონაწილეებს. დავით ზალკალიანი ისაუბრებს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე და მის ბოლო განვითარებებზე. მნიშვნელოვანია, რომ კონფლიქტის თემას კიდევ ერთხელ დაეთმობა საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება და მონაწილეები მიიღებენ სრულ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა დარღვევებს და არაკანონიერ ქმედებებს ჰქონდა ადგილი ბოლო ერთი წლის განმავლობაში რუსეთის ფედერაციის მხრიდან. 

მინისტრის პირველი მოადგილე ასევე ყურადღებას გაამახვილებს უკრაინაში არსებულ კრიზისზე, ისაუბრებს ეუთოს-ს წინაშე მდგარ გამოწვევებზე, მათ შორის ტერორიზმის საფრთხეზე და მასთან ბრძოლის მნიშვნელობაზე. კონფერენციის ფარგლებში დავით ზალკალიანი შეხვედრებს გამართავს ეუთო-ში პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებთან.