საგარეო საქმეთა მინისტრი არასამთავრობო სექტორთან ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის თაობაზე შეხვედრას გამართავს

2018 წლის  12 ოქტომბერს, საქათველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი საგარეო უწყების ლევან მიქელაძის სახელობის სასწავლო-კვლევით ინსტიტუტში შეხვედრას გამართავს საქართველოში მოქმედი არასამთავრობო და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომელთაც გააცნობს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის  (ROADMAP2EU) კონცეფციას და დოკუმენტის შემუშავების მიზნით მინდინარე საქმიანობას.
 
დოკუმენტი წარმოადგენს საქართველოს მთავრობის ინიციატივას და ემსახურება ევროკავშირთან თანამშრომლობის ყველა არსებული მექანიზმისა და  რეფორმების კონსოლიდაციას. საგზაო რუკის იმპლემენტაცია ხელს შეუწყობს ასოცირების შეთანხმების მიღმა არსებული ინტეგრაციის შესაძლებლობების გამოვლენასა და შესაბამისი ნაბიჯების დაგეგმვას.
 
სამინისტროში დაგეგმილი შეხვედრა ემსახურება დოკუმენტის ირგვლივ  არასამთავრობო და კვლევითი ორგანიზაციების  მოსაზრებებისა და რეკომენდაციების გაზიარებას.​
 
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ დინამიურად ვითარდება. ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციების მიერ მაღალი შეფასება ეძლევა საქართველოს მხრიდან  ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს და მთელი რიგი მიმართულებებით მიღწეულ პროგრესს.