საგარეო საქმეთა მინისტრი კონრად ადენაუერის სახელობის ფონდის მიერ ორგანიზებულ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოვიდა

22.06.2017 თბილისი -საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნის მიერ გატარებულ წარმატებულ რეფორმებს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, რომელმაც ქვეყანა მოწინავე დემოკრატიად აქცია, ღია და ლიბერალური ეკონომიკით.

მინისტრმა ვრცლად ისაუბრა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესაძლებლობებსა და საქართველოს მოქალაქებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედების მნიშვნელობაზე. 

როგორც მან აღნიშნა დღეს საქართველომ ევროპული ინტეგრაციის ახალ ეტაპზე შეაბიჯა. ქვეყანა წარმატებით ახორციელებს ასოცირების შეთანხმების იმპლემეტაციას, რათა უზრუნველყოფს ევროკავშირთან შემდგომი საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოება.  მინისტრა ასევე ისაუბრა ევროკავშირში ინტეგრაციის შემდგომ მიზნებზე, რაც გულისხმობს ევროკავშირთან სექტორული თანამშრომლობის გაღრმავებას,  ევროკავშირის სპეციალიზირებულ სააგენტოებთან დაახლოებას, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ინტენსიფიკაციას და ა.შ. მისი განცხადებით საქართველოს გააჩნია  ნათელი ხედვა და გეგმა თუ როგორ აქციოს ეს ხედვა რეალობად და მიუახლოვდეს ინტეგრაციის ისეთ დონეს, როდესაც წევრობა მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილების ნაწილი იქნება.  

​კონრად ადენაუერის ფონდის წარმომადგენლობა საქართველოში 23-24 ივნისსაწყობს კონფერენციას „Eastern Partnership – Together Towards Tomorrow“.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ასამდე მაღალი რანგის წარმომადგენელი სამოქალაქო, კერძო და საჯარო სფეროდან, ექსპერტები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნიდან, მაღალი რანგის პოლიტიკური თანამდებობის პირები და ა.შ. კონფერენციაზე განხილული იქნება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების გამოწვევები, მათი გადაჭრის გზები. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ამ ქვეყნებში დემოკრატიის განვითარებაზე, უსაფრთხოების პოლიტიკასა და ეკონომიკურ პოლიტიკაზე. საფრთხეებზე დემოკრატიზაციის, ეკონომიკური განვითარებისა და უსაფრთხოების კუთხით და მათთან გამკლავების ერთობლივ სტრატეგიაზე. 


საგარეო საქმეთა მინისტრმა, საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას,  ხაზი გაუსვა ფონდის საქმიანობის მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ ეს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ევროპული ფასეულობების განმტკიცებას.