საგარეო საქმეთა მინისტრი კოსტა-რიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

26.02.2019 ქ. ჟენევა- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა კოსტა - რიკის ვიცე-პრეზიდენტთან ეფსი კამპბელ ბართან.
 
შეხვედრაზე დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა კოსტა-რიკას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და გამოთქვა მზადყოფნა ხელი შეუწყოს კოსტა-რიკასთან ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას.
 
ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას მხარეები მიესალმნენ საქართველოსა და კოსტა - რიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების ფორმატის დამკვიდრებას, რომლის მეორე შეხვედრაც ახლო მომავალში გაიმართება. კოსტა-რიკის ვიცე - პრეზიდენტმა  განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს წარმატებული ურთიერთობები რეგიონის ქვეყენებთან, მათ შორის მიულოცა ცენტრალური ამერიკის ინტეგრაციის სისტემის ორგანიზაციაში დამკვირვებლის სტატუსის მინიჭება.
 
კოსტა-რიკის ვიცე-პრეზიდენტმა  გამოხტა დაინტერესება გაიზიაროს საქართველოს წარმატებული რეფორმების პრაქტიკა.
საუბარი შეეხო ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარებას.
 
მინისტრმა კოსტა-რიკის ვიცე-პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ და ადგილზე არსებული რთული ჰუმანიტარული მდგომარეობის ირგვლივ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის კონსოლიდაციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
 
ქართულმა მხარემ კოსტა-რიკის ვიცე-პრეზიდენტს კიდევ ერთხელ გააცნო საქართველოს პოზიცია ვენესუელასთან მიმართებაში და ხაზი გაუსვა ხუან გუაიდოს, როგორც დროებითი პრეზიდენტის მხარდაჭერას, ასევე აღნიშნა რომ საქართველო, ისევე როგორც ცივილიზებული სამყარო მხარს უჭერს ადგილზე ვითარების დარეგულირებას ვენესუელელი ხალხის მისწარფებების და ინტერესების გათვალისწინებით.