საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში არაბთა გაერთიანებული საემიროების ელჩს შეხვდა

2018 წლის 17 დეკემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა საქართველოში არაბთა გაერთიანებული საემიროების ელჩთან ისა აბდულა აბდულრაჰმან ალნოაიმისთან შეხვედრის ფარგლებში ელჩმა  ქართულ მხარეს მიულოცა საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის ღონისძიების წარმატებით ჩატარება და მადლობა გადაუხადა საემიროების მხარის მოწვევისათვის.
 
განხილულ იქნა საქართველოსა და საემიროებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხები, მათ შორის მხარდაჭერა საერთაშორისო ორგანიზაციებში, დაისახა თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები.
 
მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებას.