საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინელ კოლეგას ესაუბრა

2019 წლის 10 სექტემბერს შედგა სატელეფონო საუბარი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანსა და მის უკრაინელ კოლეგას, ვადიმ პრისტაიკოს შორის.
 
დავით ზალკალიანმა ვადიმ პრისტაიკოს მიულოცა საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნა და  წარმატებები უსურვა საქმიანობაში.  მხარეებმა დააფიქსირეს ორ ქვეყანას შორის  სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაღრმავების სურვილი, მათ შორის  ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობის  მზაობა.
 
საუბრისას, მხარეებმა ხაზი გაუსვეს  საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უპირობო მხარდაჭერას და აღნიშნეს რომ საერთო გამოწვევების კუთხით მიმართავენ ერთობლივ ძალისხმევას როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში. საუბრის ბოლოს, მინისტრებმა კვლავ დაადასტურეს სამომავლო მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობის მზაობა.