საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

3.06.2019 ქ. თბილისი- საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან  რადუ ლივიუ ჰორუმბასთან.
 
შეხვედრისას განხილული იქნა მრავალმხრივი და ორმხრივი თანამშრომლობის ასპექტები. მათ შორის საუბარი შეეხო საერთაშორისო სატრანსპორტო პროექტების განხორციელების, მაღალი დონის საერთაშორისო ფორუმების ორგანიზების, ორმხრივი მთავრობათშორისი ეკონომიკური კომისიის გამართვის, ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობის საკითხებს.
 
შეხვედრისას პოზიტიურად შეფასდა, ორი ქვეყნის სამთავრობო სტრუქტურების ურთიერთანამშრომლობის დადებითი დინამიკა და ინტენსივობა.