საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა გლობალური სტრატეგიული საკონსულტაციო ორგანიზაციის „BP&Partners“ წარმომადგნელებთან

3.06.2019 ქ. თბილისი- საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა გლობალური სტრატეგიული საკონსულტაციო ორგანიზაციის „BP&Partners“ წარმომადგნელებთან, რომლებიც სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან საქართველოში. შეხვედრისას კომპანიამ წარმოადგინა კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და საკუთარი ხედვა, სარტყელისა და გზის ინიციატივამ რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს  მის მონაწილე ქვეყნების.
 
მინისტრის მოადგილემ სტუმრებს გააცნო ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები, მოკლედ მიმოიხილა საგარეო ეკონომიკური პოლიტიკის ელემენტები, რომლებიც ეყრდნობა თავისუფალ, არადისკრიმინაციულ და ურთიერთსასარგებლო ეკონომიკური კავშირების გამყარებას და განვითარებას.
 
სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს მინისტრის მოადგილეს საინტერესო შეხვედრისათვის და განაცხადეს, რომ მომავალ დღეებში გაგრძელდება მათი ვიზიტი საქართველოში, რა დროსაც შეხვედრები გაიმართება სამთავრობო და ბიზნესს სექტორის წარმომადგენლებთან.