საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეორე ევრაზიული დეპარტამენტის დირექტორს შეხვდა

26.03.2018 ქ. თბილისი -2018 წლის  26 მარტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა გამართა შეხვედრა ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეორე ევრაზიული დეპარტამენტის დირექტორთან რაფაელ ჰარპაზთან.
 
შეხვედრისას განხილულ იქნა საქართველოსა და ისრაელს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხები და თანამშრომლობის განვითარების გეგმები. ხაზი გაესვა უკანასკნელ პერიოდში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ინტენსიფიკაციას სხვადასხვა მიმართულებით  - განსაკუთრებით ტურიზმის სფეროში. მხარეებმა აგრეთვე ისაუბრეს საქართველოსა და ისრაელს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებზე.
 
ისრაელის მხარეს მიეწოდა ამომწურავი ინფორმაცია ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონებში  არსებული მდგომარეობის შესახებ.
 
მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.