საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე ახალი ზელანდიის ელჩს შეხვდა

24.03.2017 თბილისი - ​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე საქართველოში ახალი ზელანდიის ელჩს (რეზიდენციით ქ. ანკარა) ჯონათან ქარს შეხვდა. 

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების ასპექტები, ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავის მნიშვნელობაზე, ხაზი გაუსვეს მაღალი დონის ვიზიტების გაცვლისა და საიუბილეო თარიღის აღნიშვნისთვის საჭირო სხვა აქტივობების განხორციელებას.

ელჩი გაეცნო ინფორმაციას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე არსებული პერსპექტივების, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებისა და სამშვიდობო პოლიტიკის შესახებ.  

ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა ახალ ზელანდიას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის.