საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია საფრანგეთს ეწვია

 საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ,  ლაშა დარსალიამ პარიზში გამართა კონსულტაციები საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან. შეხვედრების მიზანს წარმოადგენდა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებების თაობაზე მსჯელობა.
 
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე შეხვდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველს,  მარგო ბერჟონ-დარსსა და კონტინენტური ევროპის დეპარტამენტის დირექტორს,  ფლორანს მანჟენს. საუბარი წარიმართა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის კუთხით არსებული გამოწვევებისა და ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობის შესახებ. მხარეები მიესალმნენ ორმხრივი პოლიტიკური დიალოგის თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაყვანის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს.
 
ლაშა დარსალიასთან ერთად, პარიზში გამართულ კონსულტაციებში მონაწილეობდნენ საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორი, შალვა ცისკარაშვილი და გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი,  კახა იმნაძე.