საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

19.03.2019 ქ. თბილსი- საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ფატმა ჯერენ იაზგანს შეხვდა.
 
შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის როგორც ორმხრივი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში მრავალმხრივი თანამშრომლობის და მხარდაჭერის საკითხები. ხაზი გაესვა ორ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას შორის ურთიერთქმედების მნიშვნელობას  ყველა აქტუალურ თემაზე შესაბამის ფორმატებში.
 
მხარეებმა კვლავ დაადასტურეს მზადყოფნა განაგრძონ აქტიური თანამშრომლობა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე.