საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

2018 წლის 25 ოქტომბერს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ გაცნობითი სახის შეხვედრა გამართა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ფატმა ჯერენ იაზგანთან.

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე დინამიკა. აღინიშნა, რომ ორ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას შორის მიმდინარეობს ურთიერთქმედება ყველა მნიშვნელოვან საკითხზე შესაბამის ფორმატებში. მხარეები შეთანხმდნენ კონტაქტების გაგრძელებაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული აქტუალური საკითხების გადაჭრის მიზნით.