საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს შეხვდა

14.02.2017 თბილისი - ​საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა შეხვედრა გამართა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩთან ჯასტინ მაკენზი სმიტთან.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობები და 2017 წლის განმავლობაში დასახული კონკრეტული გეგმები, მათ შორის, „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ ფორმატში შემდგომი სხდომების განრიგი. საუბარი შეეხო მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების მნიშვნელობას და მიმდინარე წელს, გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბორის ჯონსონის საქართველოში შესაძლო ვიზიტს.