საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

6.12.2018 ქ.თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის ჯორჯ ბუშ უფროსის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, თბილისში აშშ-ის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.
 
მინისტრის მოადგილემ ღრმა მწუხარება გამოთქვა ამერიკის შეერთებული შტატების 41-ე პრეზიდენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და სამძიმრის ჩანაწერით ოჯახს, ქვეყნის მთავრობასა და ამერიკელ ხალხს მიუსამძიმრა.
 
„ქართველი ხალხი არასდროს დაივიწყებს ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას ჯორჯ ბუში უფროსის პრეზიდენტობის დროს. იგი იყო ურყევი თავის რწმენაში, რომ ნებისმიერი ქვეყანა თავისუფალია თავისი საგარეო პოლიტიკის, მისწრაფებებისა და მოკავშირეების არჩევაში“ - სამძიმრის წიგნში ჩანაწერით აღნიშნა ხათუნა თოთლაძემ
 
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ჯორჯ ბუში უფროსი 94 წლის ასაკში 30 ნოემბერს გარდაიცვალა