საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში ირანის ელჩთან

02.07.2018 ქ.თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში ირანის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან სეიდ ჯავად ყავამ შაჰიდისთან.
 
მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ირანს შორის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხების სრული სპექტრი და თანამშრომლობის განვითარების გეგმები. ხაზი გაესვა უკანასკნელ პერიოდში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ინტენსიფიკაციას სავაჭრო-ეკონომიკურ და ტურიზმის სფეროებში, რაც ხელს უწყობს ხალხთაშორისი კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებას.

 მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას.