საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიორგი შარვაშიძემ ჩეხეთისა და სლოვაკეთის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

19.10.2018 ქ.თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი შარვაშიძემ მონაწილეობა მიიღო საქართველოში ჩეხეთისა და სლოვაკეთის საელჩოების მიე ორგანიზებულ ღონისძიებაში, რომელიც მიეძღვნა ჩეხეთისა და სლოვაკეთის ჩეხოსლოვაკიის სახით  დაფუძნების  100 წლისთავს.

გიორგი შერვაშიძემ  დამსწრე სტუმრების მისასალმებელი სიტყვით მიმართა და ჩეხეთსა და სლოვაკეთს საიუბილეო თარიღი მიულოცა.  მისი განცხადებით, აღნიშნული თარიღი, უაღრესად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩეხებისა და სლოვაკებისთვის, არამედ მთელი თავისუფალი და დემოკრატიული სამყაროსთვის.

„1918 წელს, ჩეხოსლოვაკიის მიერ დამოუკიდებლობის მიღწევა  გახლდათ ჩეხეთისა და სლოვაკეთის ისტორიაში გარდატეხის წერტილი, რამაც განაპირობა განვითარებისა და კეთილდღეობისკენ სწრაფი სვლა. მინდა ხაზი გავუსვა საქართველოს, ჩეხეთსა და სლოვაკეთს შორის ბოლო წლების განმავლობაში ხალხთა შორისი კავშირების ინტენსიფიკაციას. ძალიან მნიშნველოვანია, რომ ორივე ქვეყანა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერია“. - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

გიორგი შარვაშიძემ ასევე ისაუბრა საქართველოს, ჩეხეთსა და სლოვაკეთს შორის არსებულ ისტორიულ კავშირზე და აღნიშნა, რომ არსებული წარმატებული თანამშრომლობის საფუძველია საერთო ღირებულებები, როგორიცაა თავისუფლება, ადამიანური ღირსება, მშვიდობა და დემოკრატიული განვითარება.

სადღესასწაულო ღონისძიება, საქართველოში ჩეხეთისა სლოვაკეთის საელჩოების ორგანიზებით,  თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში აღინიშნა. საღამოზე ჯაზ ბენდის “Fats Jazz Band” კონცერტი გაიმართა.