საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდების ხელშემკვრელი სახელმწიფოების ასამბლეის მე-16 სესიაში მიიღო მონაწილეობა

5.12.2017  - სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდების (რომის სტატუტის) ხელშემკვრელი სახელმწიფოების ასამბლეის მე-16 სესიის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს საგარეო სამინისტროს მხარდაჭერით, გაიმართა პარალელური ღონისძიება „ვითარება საქართველოში: გამოძიების პროგრესი და სირთულეები“, რომელსაც გაეროსთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენლობამ  უმასპინძლა.
 
ღონისძიების ფარგლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ - გოჩა ლორთქიფანიძემ წარმოადგინა ვრცელი და დეტალური ინფორმაცია მიმდინარე გამოძიებისა და საქართველოსა და საერთაშორისო სისხლის სასამართლოს შორის თანამშრომლობის შესახებ.
 
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ხათუნა თოთლაძემ ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის საკითხს და აგრესიის დანაშაულზე სასამართლოს იურისდიქციის ამოქმედების მნიშვნელობას.