საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის შეხვედრა ერაყის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპული დეპარტამენტის დირექტორთან

2.05.2018 ქ.თბილისი -  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ,  დავით დონდუამ შეხვედრა გამართა ერაყის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპული დეპარტამენტის დირექტორთან, ბაქერ ფათაჰ ჰუსენს.
 
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ერაყს შორის დღის წესრიგში არსებული თანამშრომლობის საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურების, მაღალი დონის ვიზიტების გაცვლისა და უწყებათაშორისი ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობას.
 
მხარეებმა, ასევე, განიხილეს საერთაშორისო დღის წესრიგში არსებული რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების აქტუალური საკითხები და აღნიშნულ სფეროში საქართველოსა და ერაყს შორის თანამშრომლობის გაფართოების გზები.  
მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას.