საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელს, იანოშ ჰერმანს შეხვდა

14.03.2017 თბილისი - დღეს ​გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, დავით ზალკალიანის შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელთან, იანოშ ჰერმანთან. 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის საკითხებს, განხილულ იქნა ევროკავშირისთვის და საქართველოსთვის პრიორიტეტული, მათ შორის გლობალური მნიშვნელობის თემები.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ შემდგომშიც გააგრძელებენ მჭიდრო თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში საერთო ფასეულობების და პრინციპების საფუძველზე.