საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა პოლონეთს კონსტიტუციის დღე მიულოცა

20.05.2019 თბილისი- საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი,  პოლონეთის კონსტიტუციის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო და პოლონელებს ეროვნული დღესასწაული მიულოცა.

კიდევ ერთხელ აღინიშნა პოლონეთისა და საქართველოს გამორჩეული მეგობრობა და პარტნიორობა. ხაზი გაესვა პოლონეთის  მტკიცე მხარდაჭერას როგორც საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი.

საქართველოში პოლონეთის საელჩოს მიერ ორგანიზებულ საზეიმო მიღებას, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები და  დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები  დაესწრნენ.