საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპული კოლეჯის მაგისტრანტებთან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე ისაუბრა

11.04.2018 თბილისი - საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, საქართველოში სასწავლო ვიზიტით მყოფ ევროპის კოლეჯის სტუდენტებთან შეხვედრა გამართა.

მიხეილ ჯანელიძემ საქართველოს საგარეო პრიორიტეტებზე, ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესებზე, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე, უსაფრთხოების საკითხებზე  და რეგიონში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა. მინისტრმა სტუდენტებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი რთული ვითარებისა და საქართველოს ძალისხმევაზე არსებული გამოწვევების დაძლევის მიზნით. 

მიხეილ ჯანელიძემ სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა. შეხვედრა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში გაიმართა.

ევროპული კოლეჯის 61 მაგისტრანტი, საქართველოს 10-11 აპრილს სტუმრობს. სტუდენტები ევროპულ კვლევებში სამაგისტრო პროგრამას აღნიშნული კოლეჯის ვარშავის ფილიალში გადიან.