საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ელჩთან

31.10.2018 ქ.თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ელჩთან საქართველოში, დოან თხი სუან ხეინთან (რეზიდენციით ქ. ასტანა).

მინისტრმა მადლობა გადაუხადა ელჩს საქართველოში მოღვაწოების პერიოდში ორ ქვეყანას  შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების განსავითარებლად გაწეული მუშაობისთვის და  წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.
 
შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ვიეტნამს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები და დღის წესრიგში არსებული მნიშვნელოვანი საკითხები. ხაზი გაესვა უკანასკნელ პერიოდში ორ ქვეყანას შორის გააქტიურებულ ეკონომიკურ ურთიერთობებს და გამოითქვა იმედი, რომ არსებული თანამშრომლობა სამომავლოდ კიდევ უფრო გაღრმავდება.
 
დოან თხი სუან ხეინი  მიმდინარე წლის ნოემბერში ასრულებს საკუთარ მისიას საქართველოში.