საგარეო საქმეთა მინისტრმა იანოშ ჰერმანთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

2.08.2018 ქ.თბილისი - საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან იანოშ ჰერმანთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართამინისტრმა იანოშ ჰერმანს მადლობა გადაუხადა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი პირადი წვლილისთვის და წარმატებები უსურვა შემდგომ საქმიანობაში.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა იმ წარმატებებზე და პროგრესზე, რასაც საქართველომ ევროინტეგრაციის მიმართულებით ბოლო წლების განმალობაში მიაღწია.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერასა და ამოქმედებას, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ძალაში შესვლას, ევროკავშირის ენერგეტიკულ გაერთიანებაში ქვეყნის გაწევრიანებას, საქართველო-ევროკავშირის უსაფრთხოების საკითხებზე მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგის დაწყებას, და ასევე ევროკავშირის მიერ საქართველოსადმი გაწეული დახმარების მნიშვნელობას.  კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოს, როგორც ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორის და „აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში“ წარმატებული და ლიდერი ქვეყნის როლი.  

მხარეებმა  განიხილეს ევროინტეგრაციის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის ნაბიჯები. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან უმაღლესი დონის ფორმატის შეხვედრაზე, რომელიც ევროკომისიასა და საქართველოს მთავრობას შორის 21 ნოემბერს არის დაგეგმილი. ხაზი გაესვა აღნიშული  ფორმატისა და შეხვედრის მნიშვნელობას ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობის გაღრმავების, განსაკუთრებით კი სექტორული ინტეგრაციის გზაზე. 

იანოშ ჰერმანი ასრულებს საქართველოში ევროკავშირის ელჩის თანამდებობაზე მუშობას, რომელსაც იგი 2014 წლიდან იკავებს.