საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას კოლუმბიის რესპუბლიკაში, პუტუმაიოს პროვინციის ქ. მოკოაში მომხდარი წყალდიდობისა და მეწყერის გამო, რომლის შედეგადაც დაიღუპა და დაშავდა ასობით ადამიანი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს კოლუმბიის რესპუბლიკის მთავრობას, ასევე დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს და უცხადებს მათ გულითად თანადგომას ამ მძიმე წუთებში, ხოლო გადარჩენილებს უსურვებს სწრაფ გამოჯანმრთელებას.