საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

26.06.2017 თბილისი - საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას კოლუმბიის რესპუბლიკაში, ქ. მედელინის მახლობლად გემის ჩაძირვის გამო, რომლის შედეგადაც დაიღუპა და დაშავდა ათობით ადამიანი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს კოლუმბიის რესპუბლიკის მთავრობას, ასევე დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს და უცხადებს მათ გულითად თანადგომას ამ მძიმე წუთებში, ხოლო გადარჩენილებს უსურვებს სწრაფ გამოჯანმრთელებას.