საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

18.08.2017 თბილისი - ​საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა შეშფოთებას გამოხატავს 2017 წლის 17 აგვისტოს, ბარსელონაში განხორციელებული ტერორისტული აქტის გამო, რომლის შედეგადაც არაერთი ადამიანი დაიღუპა და დაშავდა. 

შეძრწუნებული ვართ დატრიალებული ტრაგედიით და ამ უმძიმეს წუთებში, სოლიდარობასა და მხარდაჭერას ვუცხადებთ ესპანელ ხალხს და ქვეყნის ხელისუფლებას.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს ტერორიზმისა და ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას, რომელიც კაცობრიობის წინაშე ჩადენილ სასტიკ დანაშაულს წარმოადგენს და მიმართულია მშვიდობისა და სტაბილურობის წინააღმდეგ. 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს, დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.