საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

04.06.2018 ქ. თბილისი - ​საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს გვატემალას რესპუბლიკაში, ქ. გვატემალას მახლობლად ვულკანი „ფუეგოს“ ამოფრქვევის შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც ათობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.  

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თანაუგრძნობს დაღუპულთა  და დაშავებულთა ოჯახებს და ამ მძიმე განსაცდელის ჟამს, სოლიდარობას უცხადებს გვატემალას რესპუბლიკის მთავრობასა და ხალხს.