საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ინდონეზიაში, 2018 წლის 22 დეკემბერს, კუნძულ იავაზე მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად, ასობით ადამიანის დაღუპვის გამო.

სამინისტრო სამძიმარს და თანადგომას უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს, დაშავებულებს კი, სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.
ინდონეზიისთვის ამ მძიმე ჟამს, სამინისტრო სიმტკიცეს და ერთსულოვნებას უსურვებს ინდონეზიის მთავრობას და მოსახლეობას.
 
 
ქ. თბილისი, 2018 წლის 24 დეკემბერი