საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს გაერო-ს ლტოლვილთა საკითხებში პირველი ქალი უმაღლესი კომისრის (1991-2000 წწ) და იაპონიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პრეზიდენტის (2003-2012 წწ), ცნობილი დიპლომატის, სადაკო ოგატას გარდაცვალებასთან დაკავშირებით.
 
საქართველო დიდად აფასებს იმ ღვაწლს, რომელიც ქალბატონმა ოგატამ, როგორც გაერო-ს უმაღლესმა კომისარმა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) პრეზიდენტმა გასწია, როგორც ცალკეული სახელმწიფოებისთვის, ისე კონკრეტულად საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვან პერიოდში.
 
სადაკო ოგატას JICA-ს პრეზიდენტობის პერიოდში, იაპონიის მთავრობის ოფიციალური დახმარების შეღავათიანი სესხის პირობით, საქართველოს 200 მლნ აშშ დოლარი გამოეყო - აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის დასაფინანსებლად.
 
საქართველო მადლიერია ქალბატონი ოგატას ძალისხმევისთვის, რომელიც მან ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ სხვადასხვა თანამდებობებზე მოღვაწეობისას გასწია.
 
საგარეო საქმეთა სამინისტრო თანაგრძნობას უცხადებს ქალბატონი სადაკო ოგატას ოჯახის წევრებს, იაპონიის მთავრობას და იაპონელ ხალხს.