საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ფილიპინებში მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს ფილიპინების ჩრდილოეთ რეგიონში ტაიფუნ მანგხუტის შედეგად ათეულობით ადამიანის გარდაცვალების, ასეულობით მოქალაქის დაზარალების და მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანის გამოწვევის გამო.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს და ფილიპინების მთავრობას, ხოლო დაზარალებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.