საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ინდონეზიაში მომხდარ წყალდიდობასთან დაკავშირებით

18.03.2019 - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ინდონეზიის რესპუბლიკის პაპუას პროვინციაში მომხდარი წყალდიდობის შედეგად ათეულობით ადამიანის დაღუპვის და რამდენიმე ასეული მოქალაქის დაზარალების გამო.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებსა და ინდონეზიის რესპუბლიკის მთავრობას, სტიქიის შედეგად დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.