საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ ბალისტიკური რაკეტის გამოცდის შესახებ

06.05.2017 - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოთქვამს ღრმა შეშფოთებას კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მხრიდან საერთაშორისო ვალდებულებებისა და გაეროს უშიშროების საბჭოს არაერთი რეზოლუციის უხეში დარღვევის გამო და გმობს 2017 წლის 5 აპრილის, ფხენიანის მიერ განხორციელებული ბალისტიკური რაკეტის მორიგ გამოცდას.

როგორც ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულებისა და ბირთვული გამოცდების  ყოვლისმომცველი აკრძალვის ხელშეკრულების მონაწილე, საქართველო ეწინააღმდეგება ნებისმიერ ქმედებას, რომელიც უგულვებელყოფს გაუვრცელებლობის საერთაშორისო ძალისხმევას და საფრთხეს უქმნის რეგიონში მშვიდობის შენარჩუნებას.