საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ განხორციელებულ ბირთვულ ცდასთან დაკავშირებით

​5.09.2017 თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოთქვამს შეშფოთებას კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ 2017 წლის 3 სექტემბერს განხორციელებული მასშტაბური ბირთვული ცდის გამო, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის გლობალურ უსაფრთხოებას. 

უცხადებს რა სოლიდარობას საერთაშორისო თანამეგობრობას, საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს ფხენიანის პროვოკაციულ ქმედებებს,  საერთაშორისო ვალდებულებებისა და გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების სისტემატურად დარღვევას.

საქართველოსთვის, როგორც ბირთვული გაუვრცელებლობის და ბირთვული ცდების ყოვლისმომცველი აკრძალვის შეთანხმებათა მონაწილესათვის, მიუღებელია ნებისმიერი ქმედება, რომელიც საფრთხეს უქმნის მსოფლიო უსაფრთხოებას და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას.