საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ლას ვეგასში მომხდარ თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით

02.10.2017 - საგარეო საქმეთა სამინისტრო, მთავრობა და ქართველი ხალხი დამწუხრებულია 1 ოქტომბერს, ლას ვეგასში მომხდარი თავდასხმის ფაქტით. ჩვენ გულითადად თანავუგრძნობთ ტრაგიკული ინციდენტის დროს დაშავებულები ადამიანების ოჯახებს და ახლობლებს. მწუხარების ჟამს ჩვენ სიმპათიას და სოლიდარობას ვუცხადებთ ამერიკელ ხალხს, ამერიკის შეერთებულ შტატებს და მთავრობას.