საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება მექსიკაში მომხდარ მძლავრ მიწისძვრასთან დაკავშირებით

საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს მთავრობის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მექსიკაში 8 სექტემბერს მომხდარი მძლავრი მიწისძვრის გამო, რომლის შედეგადაც, არსებული მონაცემებით, 61 ადამიანი დაიღუპა. ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მიწისძვრის ეპიცენტრი, მექსიკის სამხრეთით მდებარე ოახაკის და ჩიაპასის შტატები აღმოჩნდა, სადაც, სამწუხაროდ, საგრძნობი მატერიალური ზარალი დაფიქსირდა. საქართველოს მთავრობა თანაუგრძნობს გარდაცვლილთა და დაზარალებულთა ოჯახებს და სოლიდარობას უცხადებს მექსიკის მთავრობასა და მექსიკელ ხალხს.