საგარეო საქმეთა სამინისტროს კვლევით ინსტიტუტში აღმოავლეთ ევროპის უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს

17.01.2019 ქ. თბილისი- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტში გაიმართა  მრგვალი მაგიდა აღმოსავლეთ ევროპის, კერძოდ უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს უსაფრთხოების  საკითხებზე.
 
შეხვედრის ფარგლებში  კიევის შავი ზღვა-ბალტიისპირეთის კვლევების საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტმა, ირინა ვერეშჩუკიმა და ევროატლანტიკური თანამშრომლობის  ინსტიტუტის უფროსმა  მეცნიერ-თანამშრომლმა, ანდრეას უმლენდმა წარმოადგინეს  ანლიტიკური ხსიათის ნაშრომი -   „რა ვუყოთ აღმოსავლეთ ევროპის გეოპოლიტიკურ ,,ნაცრისფერ ზონებს“? - უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს უსაფრთხოების ზრდის შესაძლებლობების შედარებითი ანალიზი“.  
 
„აღნიშნული ზონა დასავლეთსა და რუსული დომინაციის ქვეშ მყოფ რეგიონს-ევრაზიას  შორის არსებობს და  4 ქვეყანას, მათ შორის საქართველოს მოიცავს. ეს ქვეყნები ჯერ  ნატოსა და ევროკავშირის წევრები არ არიან. დღევანდელი შეხვედრის მთავარი იდეა არის ის, რომ დაიწყოს დიალოგი სუამის ქვეყნებსა და აშშ-ს შორის, რათა შეიქმნას თანამშრომლობის ახალი ფორმატი.“ -განაცხადა ანდრეას უმლანდისმა  ნატო-ს კვლევების ცენტრიდან.  "ჩვენ ჩამოვედით, რომ განვიხილოთ საქართველოს, უკრაინისა და აშშ-ს  ურთიერთობა, პირველ რიგში რა მდგომარეობაა დღეს არსებულ კონფლიქტებთან მიმართებაში და ასევე,  ვისაუბრებთ იმ ახალ იდეებზე , რომელიც გამოადგება ჩვენი ქვეყნების  უსაფრთხოებას“-აღნიშნა ირინა ვერეშჩუკმა ,კიევის შავი ზღვა-ბალტიისპირეთის კვლევების საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტმა.
აღნიშნული შეხვედრა  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის, შავი ზღვა-ბალტიისპირეთის კვლევების საერთაშორისო ცენტრის (The International Centre for Black Sea-Baltic Studies and Consensus Practices (Ukraine), კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გეოპოლიტიკური მოდელირების კავკასიის ლაბორატორიისა (Caucasus Laboratory of Geopolitical modelling, Caucasus International University (Georgia) და თბილისის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა.
 
თბილისის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის ხელმძღვანელის, ალქსანდრე რუსეცკის თქმით, ანალიტიკოსების თანამშრომლობა არის აუცილებელი იმისთვის,  რომ  მომზადდეს ახალი იდეები და ინიციატივები საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის და იმ უწყებებისთვის, სადაც მიიღება ქვეყნის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე გადაწყვეტილებები.
 
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს  საგარეო საქმეთა სამინისტროს  საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა, ევროპის, ევროინტეგრაციისა და მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა, ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ნინო ბოლქვაძემ, ასევე, რონდელის ფონდის და ზემოთ აღნიშნული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.