საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ საინფორმაციო ცენტრში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ კონფერენცია თემაზე - ,,საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობა 2020 წლის შემდგომ - ადამიანური კაპიტალის განვითრების პერსპექტივები“ გაიმართა

21.03.2019 ქ. თბილისი-   საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ საინფორმაციო ცენტრში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ გაიმართა კონფერენცია თემაზე ,,საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობა 2020 წლის შემდგომ - ადამიანური კაპიტალის განვითრების პერსპექტივები“.
 
კონფერენცია განხორციელდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით, შავი ზღვის კვლევების საერთაშორისო ცენტრთან (ICBSS) თანამშრომლობით.
 
„კონფერენცია ეძღვნება  ჩვენს დაახლოების პერსპექტივებს ევროკავშირთან. კონფერენციაზე ხდება გამოცდილების გაზიარება ქვეყნებთან როგორებიცაა საბერძნეთი და  რუმინეთი, რადგან მათ ეს გზა უკვე გავლილი აქვთ. გვიზიარებენ მათ გამოცდილებას ჩვენი კოლეგები, შავი ზღვის კვლევის ცენტრი ათენში და რუმინეთის კვლევის ცენტრი ისინი  საკმაოდ გამოცდილები არიან და შეუძლიათ საკმაოდ ფასეული ინფორმაცია, გამოცდილება გაგვიზიარონ, რომ ჩვენ გამოვიყენოთ ეს ცოდნა და ჩვენი მისწრაფება ევროკავშირისკენ უფრო საფუძვლიანი იყოს. ესეთი ღონისძიებები ხელს შეუწყობს ევროკავშირთან ჩვენს კიდევ უფრო დაახლოებას.“ - აღნიშნა კონსტანტინე ჟღენტმა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარმა ღონისძიების შეფასებისას.
 
ღონისძიება მიზნად ისახავდა გამოევლინა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ძირითადი პრიორიტეტები 2020 წლის შემდგომ პერიოდში, გრძელვადიანი მრავალმხრივი ზრდის უზრუნველსაყოფად. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ადამიანური კაპიტალის განვითარებას და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობებს, როგორიცაა პროფესორთა/მკვლევართა მობილობა, დაფინანსების მექანიზმები და კვლევების, ინოვაციებისა და განვითარების სტიმულირება.
 
„ჩვენ ვეხებით ევროკავშირი- საქართველოს დღის წესრიგში არსებულ უმნიშვნელოვანეს საკითხებს, მათ შორისაა ადამიანური კაპიტალი და განათლება, რაც ევროკავშირთან თანამშრომლობის დღის წესრიგის ნომერ პირველი პრიორიტეტია, პრემიერმა რამდენიმე კვირის წინაც განმარტა, რომ განათლებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი მნიშვნელოვნად იზრდება 2020 წლისთვის, რაც ნამდვილად ამბიციური გეგმაა და ევროკავშირი მას მხარს უჭერს, ჩვენ ვაგრძელებთ საგანმანათლებლო სექტორის მხარდაჭერას, მათ შორის ინფრასტრუქტურასა თუ განათლებაში ინვესტირებით.“- გერმან კატალინი, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში