საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის კრიზისულ სიტუაციებში მოქმედების წესის და სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა

8.02.2019 ქ. თბილისი-  საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების ცენტრის ორგანიზებით,  საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის კრიზისულ სიტუაციებში მოქმედების წესის და სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა. სიტუაციებში მოქმედების წესი და სახელმძღვანელო შემუშავებული იქნა ევროპის ქვეყნებში არსებულ საუკეთესო გამოცდილებაზე დაყრდნობით  და მიზნად ისახავს  კრიზისული სიტუაციების დროს საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით უწყებებს შორის კოორდინაციის, რესურსებისა და რისკების ეფექტიან მართვას.
 
ღონისძიება მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის ( ICMPD) პროექტის - „ მიგრანტები კრიზისულ ქვეყნებში: მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომის ხელშეწყობა ეფექტური და კოოპერატიული სახელმწიფო ქმედების უზრუნველსაყოფად“ ფარგლებში ჩატარდა, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრთან  თანამშრომლობით და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.