საგარეო საქმეთა სამინისტროში, ამერიკელი დიპლომატის ჯონ ტეფტის სემინარი - ,,აშშ-საქართველოს ურთიერთობების ასპექტები” გაიმართა

6.09.2019 ქ. თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით და საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, გაიმართა ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც ამერიკელმა დიპლომატმა, ელჩმა, ჯონ ტეფტმა გააკეთა მოხსენება თემაზე ,,აშშ-საქართველოს ურთიერთობების ასპექტები“.
 
ღონისძიება გახსნეს დიპლომატიური ინსტიტუტის დირექტორმა, თინათინ ბრეგვაძემ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლმა, ელისაბედ რუდმა.
 
მოხსენების დასრულების შემდეგ ელჩმა ჯონ ტეფტმა უპასუხა აუდიტორიის შეკითხვებს. შეხვედრას მოდერატორობას უწევდა საგარეო საქმეთა სამინიტროს ამერიკის დეპარტამენტის დირექტორი, გვარამ ხანდამიშვილი.
 
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები,  ასევე სხვა საჯარო უწყებების, კვლევითი ცენტრების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და  სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები.