საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის მხარესა და საქართველოს სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა

16.09. 2019 ქ. თბილისი- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, გაიმართა შეხვედრა ევროკავშირის მხარესა და საქართველოს სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებს შორის, რომელიც ეხებოდა ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 2020 წლის შემდგომი ხედვისა და პრიორიტეტების შემუშავებას.
 
შეხვედრას ქართული მხირდან ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის საკითხებში გენერალური დირექტორი, არჩილ ყარაულაშვილი, ხოლო ევროკავშირის მხრიდან ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარკებების გენერალური დირექტორატის, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორების ქვეყნებთან თანმშრომლობის დირექტორი, ლორენს მერედიტი. შეხვედრა გაიმართა  ევროკომისიის მიერ ა.წ. ივლისში, ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალი სტრატეგიული მიმართულებების და ახალი მიზნების იდენტიფიცირების მიზნით წამოწყებული ფართომასშტაბიანი კონსულტაციების ფარგლებში.
 
 
მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს კონკრეტული წინადადებები 2020 წლის შემდგომ  თანამშროლობის პრიორიტეტებთან დაკავშირებით.